Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

განახლება: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ხოლო ტექნიკური ხარვეზი სრულად აღმოფხვრილია.

ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. საქაერონავიგაცია განმარტავს, რომ თვითმფრინავის დაჯდომის ადგილის ცვლილება გამოიწვია სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკურმა ხარვეზმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.

XS
SM
MD
LG