Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებამ გარღვევა ვერ მოიტანა

ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. 2024 წლის მარტი
ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან. 2024 წლის მარტი

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ სამდღიანმა მოლაპარაკებამ ჰამასთან - რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ - გარღვევა ვერ მოიტანა 5 მარტს, აცხადებენ ეგვიპტის წარმომადგენლები. განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე. რამადანს მიიჩნევდნენ არაოფიციალურ ბოლო ვადად შეთანხმების მიღწევისთვის.

თითქმის ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომმა ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია და შექმნა მწვავე ჰუმანიტარული კატასტროფა - მოსახლეობას, განსაკუთრებით ღაზის ჩრდილოეთში, საკვები არ ჰყოფნის გადარჩენისთვის.

XS
SM
MD
LG