Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალერი ზალუჟნი დაინიშნა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდ ბრიტანეთში


8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე გენერალ ვალერი ზალუჟნის (ფოტოზე) ნაცვლად დანიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი.
8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე გენერალ ვალერი ზალუჟნის (ფოტოზე) ნაცვლად დანიშნა გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ლონდონში გაიგზავნა მოთხოვნა თანხმობის შესახებ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყობინებოდა, რომ შეათანხმა ლონდონში უკრაინის ელჩის კანდიდატურა. „გენერალი ვალერი ზალუჟნი თავისთვის სწორედ ასეთ მიმართულებაზე მეუბნებოდა - დიპლომატიურზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნა. ბრიტანეთთან ჩვენი მოკავშირეობა მხოლოდ უნდა გამყარდეს“, - დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამის არხზე.

8 თებერვალს ზელენსკიმ შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ეს თანამდებობა გენერალ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად დაიკავა გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ. 9 თებერვალს ზალუჟნი უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვეს. ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ ზალუჟნის „გუნდში დარჩენა“ შესთავაზა.

2023 წლის ბოლოდან როგორც უკრაინის, ისე მსოფლიოს მედიასაშუალებებში ჩნდებოდა ცნობები ზელენსკისა და ზალუჟნის შორის სავარაუდო კონფლიქტის შესახებ იმის ფონზე, რომ უკრაინის არმიის იერიშმა ვერ გაამართლა მოლოდინი.

XS
SM
MD
LG