Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფლოტი აცხადებს, რომ წითელი ზღვის თავზე ჩამოაგდო 15 დრონი


იემენელი ჰუთი მეამბოხეები
იემენელი ჰუთი მეამბოხეები

აშშ-ის არმიის განცხადებით, საზღვაო ხომალდებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა წითელი ზღვის არეალში ჩამოაგდეს იემენის ჰუთების მიერ გაშვებული 15 დრონი.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ 9 მარტს მისმა ძალებმა ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან 6:30 საათამდე უპასუხეს მასშტაბურ შეტევას "ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი ტერორისტების" მხრიდან.

დრონები, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებსაც უწოდებენ, წარმოადგენდა "მოახლოებულ საფრთხეს სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის ფლოტისთვის, და რეგიონში კოალიციის ხომალდებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ჰუთების რაკეტა მოხვდა კომერციულ ხომალდს ადენის ყურეში, რასაც ეკიპაჟის სამი წევრი ემსხვერპლა, გადარჩენილები იძულებულნი გახდნენ, ხომალდი მიეტოვებინათ.

XS
SM
MD
LG