Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ბუჩუკური: „ოცნება“ თავად ეწევა ლგბტ პროპაგანდას


პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის იდეას ანტილგბტ კანონის მიღების შესახებ და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იმდენჯერ „ახსენებს ლგბტ-ს და ერთსქესიანთა ქორწინებას“, რომ „ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი“.

ანა ბუჩუკურის თქმით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტიის პოზიციაა, რომ ყველანაირი პროპაგანდა არის ცუდი და „ბავშვების მიმართ განხორციელებული პროპაგანდა არის განსაკუთრებულად და კატეგორიულად მიუღებელი“.

„წარმოადგინონ, როგორ აპირებენ საკუთარი პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას, რატომ მალავენ ამ კანონპროექტს და მეორე, კიდევ უფრო სერიოზული თემა არის ის, რატომ გაახსენდათ ბავშვები ახლა?! სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ახლა ბავშვებს ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს ამოეფარნენ, ნუ იმალებიან! წარმოადგინონ პროექტი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

XS
SM
MD
LG