Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია გახდა

ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიამ ზურაბ აბაშიძე შეცვალა.
ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიამ ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 11 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ განაცხადა - მათ შორის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.

გიორგი ქაჯაიას რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა.

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი იყო 2012 წლის ბოლოდან. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.

მოგვიანებით, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ზურაბ აბაშიძეს წარმატებული საქმიანობისთვის და განაცხადა, რომ მან თავად მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.

„მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე, ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ დათანხმდა ჩემს შეთავაზებას ამასთან დაკავშირებით".

​
XS
SM
MD
LG