Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი გამოიძახა აქტივების კონფისკაციის შესახებ კენჭისყრის გამო


საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში. სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი გამოიძახა აქტივების კონფისკაციის შესახებ კენჭისყრის გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში. სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი გამოიძახა აქტივების კონფისკაციის შესახებ კენჭისყრის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის ელჩი რუსეთში კრისტინა მარტი ლანგი გამოიძახა და პროტესტი გამოუცხადა შვეიცარიის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, ჩაერთოს ქვეყანა უკრაინისთვის რეპარაციის სახით რუსეთის აქტივების გადახდის საერთაშორისო მექანიზმის შემუშავებაში.

მოსკოვმა გადაწყვეტილებას უწოდა „საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების უხეში დარღვევა." შესაძლო კონფისკაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უწოდეს „ძარცვა სახელმწიფო დონეზე“. მარტის დასაწყისში შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ, კანტონების საბჭომ, მთავრობისთვის ხუთი პარტიის მიერ წარდგენილ ხუთ ერთნაირ წინადადებას უყარა კენჭი.

ფედერალურ საბჭოს რეკომენდაცია მისცეს, გადადგას ნაბიჯები, რათა საერთაშორისო დონეზე შეიქმნას მექანიზმების საფუძვლები იმ ქვეყნებისთვის ზარალის ანაზღაურებისთვის, რომლებზეც თავდასხმა მოხდა.

ასეთივე გადაწყვეტილება ადრე პარლამენტის ქვედა პალატამაც დაამტკიცა.

შვეიცარიის მედიის თანახმად, ამ გადაწყვეტილებებს ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან შვეიცარია უკვე ჩართულია უკრაინაში სამშვიდობო პროცესის და მისი კომპენსაციის შესახებ საერთაშორისო დისკუსიაში.

შვეიცარიის ტერიტორიაზე გაყინულია "ბანკ როსიის“ მარაგები 7,4 მილიარდი ფრანკის ($ 8,5 მილიარდი) ოდენობით, ამავე დროს, იქვე გაყინულია რუსეთის კომპანიების და კერძო პირების აქტივები 7,4 მილიარდი ფრანკის ($8,81 მილიარდი) ოდენობით.

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, მაგრამ არ ეხმარება უკრაინას სამხედრო სფეროში ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG