Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოცდას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოცდას, თუ ამას ამერიკის შეერთებული შტატები გააკეთებს.

„თუ ისინი ასეთ გამოცდას ჩაატარებენ - არ გამოვრიცხავ, აუცილებელი არ არის, ჩვენ ეს გვჭირდება თუ არ გვჭირდება ჯერ კიდევ დაფიქრებაა საჭირო - მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ“, - განაცხადა პუტინმა სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიაჯგუფში შემავალი ტელეარხის, „როსია 1-ის" და სააგენტო „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელ დმიტრი კისელიოვთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 13 მარტს, გამოქვეყნდა.

შეკითხვას, მზად არის თუ არა რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გამო ბირთვული იარაღი გამოიყენოს, პუტინმა უპასუხა, რომ იარაღი იმისთვის არსებობს, რომ გამოიყენო და რუსეთს აქვს თავისი „პრინციპები“:

„ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ასეთიც(ბირთვული), თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე“.

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით.

2024 წლის 29 თებერვალსაც, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და „რუსეთის მოწინააღმდეგეებს“, ანუ დასავლეთს შეახსენა, რომ რუსეთი ფლობს იარაღს, რომელსაც სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიებზეც შეუძლია.

XS
SM
MD
LG