Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა "ისტორიული" კანონი ხელოვნური ინტელექტის სფეროში


ევროკავშირის თანახმად, წესები მოქალაქეებს დაიცავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან და საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის.
ევროკავშირის თანახმად, წესები მოქალაქეებს დაიცავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან და საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის.

ევროპის კავშირმა 13 მარტს საბოლოოდ დაამტკიცა ფართო მასშტაბის წესები ხელოვნური ინტელექტის მართვის სფეროში, მათ შორის ისეთი მძლავრის სისტემისა, როგორიცაა OpenAI-ის პროდუქტი ChatGPT.

ევროპის კავშირის მაღალი რანგის მოხელეების თქმით, წესები, რომლებიც პირველად 2021 წელს იქნა წარდგენილი, მოქალაქეებს დაიცავს ელვისებური სისწრაფით ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებისგან. ამავე დროს ეს წესები საფუძველს გაამყარებს ევროკავშირში ამ სფეროს განვითარებისთვის.

AI ქართულ ენაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:32:05 0:00

ევროპის კავშირში განსაკუთრებით ჩქარობდნენ ახალი კანონის მიღებას მას შემდეგ, რაც 2022 წელს სცენაზე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია OpenAI-ის პროგრამა ChatGPT, რომელსაც Microsoft-ი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG