Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოულოდნელად გარდაიცვალა“ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი


რუსეთში გარდაიცვალა ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ კიდევ ერთი ტოპმენეჯერი. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, 53 წლის ვიტალი რობერტუსმა თავი მოიკლა.

ცნობა ვიტალი რობერტუსის „მოულოდნელი გარდაცვალების“ შესახებ „ლუკოილის“ ოფიციალურ ვებსაიტზე 13 მარტს გამოქვეყნდა. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა.

დღეს, 14 მარტს, რუსული გამოცემა Baza თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რობერტუსმა თავი მოიკლა.

გამოცემა „მედუზა“ ყურადღებას ამახვილებს, რომ ბოლო წლებში „ლუკოილის“ სამი ტოპმენეჯერი გარდაიცვალა.

2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, 67 წლის რავილ მაგანოვი. „ლუკოილის“ ცნობით, სიკვდილის მიზეზი მძიმე ავადმყოფობა იყო. რუსული მედია წერდა, რომ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა ვლადიმირ ნეკრასოვი, რომელიც 66 წლის ასაკში გარდაიცვალა 2023 წლის ოქტომბერში. „ლუკოილმა“ მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა.

XS
SM
MD
LG