Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: უკრაინელებს სიმამაცე კი არ შემოელიათ, არამედ ვაზნები


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამოსვლისას მოუწოდა ალიანსის წევრებს, მიაწოდონ ასე საჭირო ამუნიცია და საბრძოლო აღჭურვილობა კიევს. ბრიუსელი, 14 მარტი, 2024.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამოსვლისას მოუწოდა ალიანსის წევრებს, მიაწოდონ ასე საჭირო ამუნიცია და საბრძოლო აღჭურვილობა კიევს. ბრიუსელი, 14 მარტი, 2024.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ალიანსის წევრებს, მიაწოდონ ასე საჭირო ამუნიცია და საბრძოლო აღჭურვილობა კიევს, რადგან უკრაინის ჯარი ცდილობს წინ აღუდგეს რაოდენობით და შეიარაღებით უპირატესობის მქონე რუსეთის იერიშს ომში, რომელიც ორი წლის დაიწყო.

14 მარტს ბრიუსელში გამოსვლისას, სადაც მან ალიანსის წლიური ანგარიში წარადგინა, სტოლტენბერგმა თქვა, რომ მაშინ, როცა ალიანსის წევრებს აქვთ უკრაინის დასახმარებლად საჭირო რესურსები, ამ 32 ქვეყნისთვის ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, შეაჩერონ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის გზაზე.

„მოკავშირეების უპრეცედენტო დახმარებამ უკრაინას შეაძლებინა, გადარჩენილიყო როგორც სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ეს ახლა არის საჭირო“, - თქვა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG