Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ადამიანი დაიღუპა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად


მაშველები სარაკეტო თავდასხმის ადგილას. ოდესა,15 მარტი, 2024.
მაშველები სარაკეტო თავდასხმის ადგილას. ოდესა,15 მარტი, 2024.

14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას. ამის შესახებ ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა ტელეგრამის არხზე დაწერა

მისი სიტყვებით, დაღუპულებს შორის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად არიან აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. მედიკოსებსა და მაშველებს შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც. დაშავებულთა საერთო რაოდენობა დგინდება, ყველა მათგანს უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულია სულ ცოტა 20 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და სახანძრო-სამაშველო ავტომობილები. ადგილზე გაზსადენი მილის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე 15 მარტს, გამთენიისას, დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლი იყო ვინიცის ოლქში.

შაბათს ოდესის ოლქში გლოვის დღე გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG