Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა - სურსათის სააგენტო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ერთ-ერთი საშაურმის მიერ წარმოებულ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოავლინეს. სააგენტო განმარტავს, რომ კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფურ შემთხვევაზე შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს - ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა, ლაბორატორიული კვლევის მიზნით, აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით, ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები, რაც გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს: საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.
XS
SM
MD
LG