Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურკაინამ და რუსეთმა დაღუპული მეომრების ცხედრები გაცვალეს


დაღუპულ სამხედროთა ცხედრები უკანასკნელად 16 თებერვალს გაცვალეს. მაშინ უკრაინას დაუბრუნეს 58 დაღუპული, რუსეთს - 61.
დაღუპულ სამხედროთა ცხედრები უკანასკნელად 16 თებერვალს გაცვალეს. მაშინ უკრაინას დაუბრუნეს 58 დაღუპული, რუსეთს - 61.

გაცვლის შედეგად უკრაინაში დააბრუნეს დაღუპული მეომრების 100 ცხედარი, იტყობინება სამხედრო ტყვეების საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი. რუსეთის მხარეს გადაეცა 69 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრები, განუცხადა RBC-ს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა.

დაღუპულ სამხედროთა ცხედრები უკანასკნელად 16 თებერვალს გაცვალეს. მაშინ უკრაინას დაუბრუნეს 58 დაღუპული, რუსეთს - 61.

ცნობაში არ არის დაზუსტებული, გადაეცა თუ არა უკრაინას იმ სამხედროთა ცხედრები, რომლებიც, რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში 24 იანვარს დაიღუპნენ სატრანსპორტო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა უკრაინის 65 სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად.

1 მარტს რუსეთის ადამიანის უფლებების საკითხების რწმუნებულმა ტატიანა მოსკალკოვამ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინას გადასცეს თვითმფრინავში მყოფ სამხედროთა ცხედრები. მისი სიტყვებით, ის კონტაქტში იმყოფება უკრაინის უმაღლესი რადის რწმუნებულ დმიტრო ლუბინეცთან.

თებერვლის დამდეგს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ კიევმა არაერთხელ მიმართა მოსკოვს იმ სამხედროთა ცხედრების დაბრუნების თხოვნით, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების თანახმად, ილ-76-ის ავარიისას დაიღუპნენ. მისი სიტყვებით, რუსეთის მხარეს ამ მიმართვებზე რეაგირება არ მოუხდენია.

XS
SM
MD
LG