Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს


19 მარტი, 2023 წელი. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია (მარცხნივ), საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
19 მარტი, 2023 წელი. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია (მარცხნივ), საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას და მისი ოჯახის წევრებს. მან სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო", - თქვა შეხვედრის შემდეგ ილია თოფურიამ.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონმა ესპანეთის მოქალაქეობა მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა.

UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. მას გულშემატკივრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.

ილია თოფურია ჩემპიონის ქამარს 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე თბილისში, „დინამო არენაზე" წარადგენს.

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან მიმდინარე წლის თებერვალში საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი.

XS
SM
MD
LG