მოსკოვში 53 წლის ასაკში გარდაიცვალა ვასილი უტკინი - რუსი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი. ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, უტკინის გარდაცვალების წინასწარი მიზეზი ფილტვის არტერიის ემბოლიაა.
უტკინი რუსული სპორტული ტელევიზიის ერთ-ერთი შემქმნელია. მუშაობდა НТВ-სა და НТВ+-ზე; უძღვებოდა გადაცემებს და სატელევიზიო კომენტარებს აკეთებდა ტელეკომპანია „Дождь-ზე", რადიოსადგურ „Эхо Москвы-ზე"; ასევე თანამშრომლობდა სხვა რუსულ და უკრაინულ არხებთან. იბეჭდებოდა ჟურნალებსა და გაზეთებში. სატელევიზიო ჟურნალისტიკაში მისი კარიერა დაიწყო გადაცემა "ვზგლიადიდან", რომელიც პოპულარული იყო "პერესტროიკის" დროს. უტკინი ასევე იყო რადიო თავისუფლების გადაცემის ხშირი სტუმარი.
ვასილი უტკინი თეატრშიც თამაშობდა. შესრულებული აქვს ასევე როლები მხატვრულ ფილმებში "არჩევნების დღე", "არჩევნების დღე 2". ფლობდა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისს“. უტკინის Youtube-არხი გამოწერილი აქვს 600 ათასზე მეტ ადამიანს.
ვასილი უტკინი იყო 2011 წელს მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართული მიტინგის წამყვანი. ხელს აწერდა ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად შედგენილ პეტიციებს. 2018 წელს, კრემლის ზეწოლით, აუკრძალეს რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების კომენტატორობა. „ბოლო წლებში ფაქტობრივად ვერ ახერხებდა ტელევიზიებში მუშაობას, მათ შორის პოლიტიკური პოზიციის გამო", - აღნიშნავენ მისი მეგობრები სოციალურ ქსელებში.
2020 წელს უტკინმა ხელი მოაწერა მიმართვას და გააპროტესტა რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც აფართოებდა პრეზიდენტ პუტინის უფლებამოსილებებს და უფლებას აძლევდა მოსკოვს, არ შეესრულებინა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები.
ვასილი უტკინი თავს კოტე მახარაძის მემკვიდრეს უწოდებდა. ამბობდა, რომ თავისი პირველი რეპორტაჟი 1996 წლის შემოდგომაზე წაიყვანა: კომენტატორობადა უეფას თასის მატჩს „დინამოსა“ (თბილისი) და „ტორპედოს“ (მოსკოვი) შორის.
„მე ხომ თბილისში არასდროს ვყოფილვარ, ერთხელაც კი. ისე ძალიან მომინდა!"
”მაშ ასე, თბილისი გადაიშლება ჩემ წინაშე რამდენიმე... (მოკლედ, თვითმფრინავში ვზივარ.) არასოდეს ვყოფილვარ იქ!”
„თბილისი მშვენიერია. უბრალოდ მშვენიერია."
„თბილისში საუკეთესო რესტორანი „მეგრელებია“, თუ ვინიცობაა ვინმე ჩამოსვლას აპირებს (ჩამოსვლა კი აუცილებელია). და კიდევ: აუცილებლად უნდა შეუკვეთოთ წიწილა. ეს სამოთხეა!“
„მსოფლიოში ცოტა რამე თუ შეედრება თბილისში თეთრი ღვინის მშვიდად სმით გამოწვეულ ნეტარებას, ქვევრის თავზე, „წისქვილში“ შეკრებილ მეგობართა წრეში“.
„მაინტერესებს, თბილისის დატოვებიდან რამდენი დღის შემდეგ გამიჩნდება კვლავ შიმშილის გრძნობა?.. ჯერჯერობით არაფერი მსგავსი. ო, საოცარო ახალო სამყაროვ!
„ბიჭებო, საცივზე გავიწიე. ჩემი უფროსი თბილისელია, მაგრამ საერთოდ არ ვკითხავ მას. რა არის საკვანძო ნიუანსი? რომელი ფრინველია უკეთესი? ციცრის მომზადებას ვაპირებ. ”
„ბენჯამინ ბატონი რომ თბილისში ჩასულიყო, იქ რომ ეცხოვრა და გასუქებულიყო, ის იქნებოდა ბატონი ბატონი, მეტსახელად ბატონი“.
„ეგრისი - იმ ქვეყნის უძველესი სახელია, რომელიც თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა“.
„მაჩუქეს ჩემ მიერ პირველად წაყვანილი მატჩის პროგრამა. ეს იყო 1996 წლის შემოდგომაზე, „ტორპედო“ (მოსკოვი) და „დინამო“ (თბილისი) თამაშობდნენ. გადაცემაში იყო სიტყვა, რომელიც იმ დროს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. არც კი ვიცოდი, რა იყო ეს. ახლა კი ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან უცნაურია“.