Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნას


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ (ფოტოზე: უკრაინაში 2023 წლის 22 დეკემბერს) უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნა დაადასტურა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ (ფოტოზე: უკრაინაში 2023 წლის 22 დეკემბერს) უკრაინაში დასავლელი ჯარისკაცების ყოფნა დაადასტურა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში, რომელსაც რუსეთი ეომება, დასავლელი ჯარისკაცები იმყოფებიან. ეს ცნობილი საიდუმლოა, რომ როგორც ბრიტანელი, ასევე ფრანგი სამხედროები უკრაინაში არიან, რათა, მაგალითად, „Storm Shadow-ს" ტიპის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების დამიზნებისას რჩევები მისცენ კოლეგებს, უთხრა სიკორსკიმ dpa-ს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პოლონეთი არ აპირებს უკრაინაში თავისი სამხედროების გაგზავნას, რაც ახსნა საერთო ისტორიით. უკრაინას და პოლონეთს 400 წელიწადი ჰქონდათ საერთო სახელმწიფო და ამიტომ პოლონელი სამხედროები უკრაინის მიწაზე კრემლისთვის იოლი პროპაგანდისტული საკვები იქნება.

სიკორსკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიდგომას, რომ არ უნდა გამოირიცხოს უკრაინის ფრონტზე სახმელეთო ჯარის გაგზავნა. გერმანია ამგვარ გეგმებს არ ეთანხმება.

XS
SM
MD
LG