Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი ფერმერები აძლიერებენ პროტესტს "ჯალათი" ევროკავშირის წინააღმდეგ


პოლონელი ფერმერების პროტესტი ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ. 20 მარტი, 2024 წელი
პოლონელი ფერმერების პროტესტი ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმართ. 20 მარტი, 2024 წელი

20 მარტს პოლონელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ტრაქტორებით გადაკეტეს გზები ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციებისა და მეზობელი უკრაინიდან იაფი სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო პროდუქტების იმპორტის წინააღმდეგ.

20 მარტს გავრცელდა ცნობა ევროკავშირის წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე საიმპორტო საბაჟო გადასახადის შეჩერება.

Reuters-ის თანახმად, პოლონელი ფერმერების პლაკატებზე გამოსახული იყო ფერმერი, რომელიც სახრჩობელაზე ქანაობს ქარის ელექტროსადგურების გვერდით და ჯალათი ევროკავშირის სიმბოლიკით. იქვეა წარწერა: "მწვანე გარიგება პოლონეთის სოფლის მეურნეობის სიკვდილის ტოლფასია".

ფერმერები პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ბოლო თვეებში პროტესტს გამოთქვამდნენ მოთხოვნით, რომ უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე ხელახლა დაწესდეს საბაჟო გადასახადები, რომლებიც 2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუქმდა.

XS
SM
MD
LG