Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი იტყობინება ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების დახოცვის შესახებ


ისრაელი იტყობინება ქალაქ რაფაში სარაკეტო იერიშის შედეგად ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების დახოცვაზე.
ისრაელი იტყობინება ქალაქ რაფაში სარაკეტო იერიშის შედეგად ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების დახოცვაზე.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის სამი მაღალი რანგის მეთაური მოკლა ღაზის სექტორში.

საჰაერო ძალების თანახმად, ისინი ქალაქ რაფაჰში დაიღუპნენ საჰაერო თავდასხმის შედეგად.

ამავე ინფორმაციით, ისინი ჰამასს მეთაურობდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში. ეს ცნობა ჰამასს ჯერ არ დაუდასტურებია.

ამასთან, ისრაელის არმიამ გააგრძელა თავისი ოპერაცია შიფას საავადმყოფოში, ქალაქ ღაზაში. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს დახოცილი ჰამასელების რიცხვი 90-ს უდრის. დაკავებულია 160 ეჭვმიტანილი. ისრაელის არმიამ ოპერაცია საავადმყოფოში 18 მარტს დაიწყო.

ეს უკვე მეორე ოპერაციაა, რომელიც საავადმყოფოში ხორციელდება. უკვე ნოემბერში, ფართო საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ისრაელის არმიამ ასევე მოაწყო ოპერაცია საავადმყოფოს შენობაში.

ისრაელის არმია უკვე მეექვსე თვეა, აგრძელებს საჰაერო და სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე. სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ისრაელის არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ ჰამასი სრულად უნდა გაანადგუროს.

XS
SM
MD
LG