Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კაცი დააკავეს

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში, ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყებაში ამბობენ, რომ კაცმა ცივი იარაღით დაჭრა არა მხოლოდ ცოლი, არამედ ცოლის ნათესავიც.

არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლის მოკვლა განსაკუთრებული სისასტიკით, დანით რამდენიმე ჭრილობის მიყენებით არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა, შემდეგ კი მიმალა.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება დაწყებულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11 პრიმა 19-109-ე მუხლით.

​
XS
SM
MD
LG