Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე რუსეთის მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა


რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. კიევი, 24 მარტი, 2024.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ. კიევი, 24 მარტი, 2024.

24 მარტს კიევზე რუსეთის მორიგი სარაკეტო იერიში განხოციელდა, მესამე „მასირებული“ იერიში უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში. ამის შესახებ ტელეგრამში დაწერა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ.

უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო რეიდი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა ასევე ლვოვის რეგიონში, რის გამოც საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო თავდაცვა. ვარშავა იტყობინებოდა, რომ ერთი რუსული რაკეტა მის საჰაერო სივრცეში შევიდა ქალაქ ოსერდოვის მახლობლად. ინციდენტის გამო ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. პოლონეთის თქმით, რუსეთის რაკეტა მის ტერიტორიაზე ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა.

ლვოვის მერმა ანდრი სადოვიმ ტელეგრამში დაწერა, რომ არცერთი რუსული რაკეტა არ იყო დამიზნებული ქალაქ ლვოვზე, მაგრამ მათი სამიზნეები იყო რეგიონში განლაგებული „კრიტიკული ინფრასტრუქტურა“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლვოვის ოლქზე თავდასხმისას გამოყენებული იყო რუსეთის მინიმუმ ორი ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩამოგდებულია რუსეთის 29 რაკეტიდან 18, ასევე 28 დრონიდან 25.

XS
SM
MD
LG