Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი დრონებით და რაკეტებით შეტევების შესახებ იუწყებიან


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმით განადგურებული შენობა და ავტომობილი ხარკოვში. 2024 წლის 20 მარტი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის სარაკეტო დარტყმით განადგურებული შენობა და ავტომობილი ხარკოვში. 2024 წლის 20 მარტი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 26 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან შეუტია 12 დრონით, ხოლო დონეცკის მიმართულებიდან - 2 საზენიტო რაკეტით.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12-ვე დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის ხელისუფლება ხმელეთზე გამოწვეული შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

რუსეთის ხელისუფლებამ დილით განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მორიგი შეტევა იყო ბელგოროდის ოლქზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ 2 და ასეთივე სისტემა „ვამპირის“ 13 ჭურვი. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქში დაიცხრილა ერთ-ერთი რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა, სადაც 2 მეხანძრე დაიჭრა.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

XS
SM
MD
LG