Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭაში ზედიზედ ორი, 4 და 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


რაჭაში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
რაჭაში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

შაბათს, 30 მარტს საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორი მიწისძვრა მოხდა თბილისის დროით 17:44-სა და 17:50 საათზე.

ეპიცენტრი ორივე შემთხვევაში რაჭაში, ონის რაიონში იყო, თუმცა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ადგილას.

პირველის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდა იყო, მეორისა კი - 4.8.

პირველის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ კილომეტრში, სოფელ ირიდან კი ერთ კილომეტრში იყო. მეორისა - ასევე ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრში, სოფელ სორგითში.

მოქალაქეები ფეისბუკზე წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს იმერეთშიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

XS
SM
MD
LG