Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარს მეოთხე დღეს მიაგნეს


დიმიტრი გოგოლაძე
დიმიტრი გოგოლაძე


ბაკურიანში მაშველებმა ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს "ბურანს", რომლითაც კაცი გადაადგილდებოდა, შემდეგ მის ტანსაცმელს და ბოლოს - ცხედარს.

ცნობილია მისი ვინაობაც - 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანის მკვიდრია და ტრაგედიის დღეს რამდენიმე ადამიანთან ერთად თოვლში "ბურანით" სეირნობდა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა.

ამ დროისთვის დაღუპული ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაჰყავთ.

ინფორმაცია კაცის ზვავში მოყოლის შესახებ 28 მარტს გავრცელდა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

როგორც იტყობინებოდნენ, სამძებრო სამუშაოებს გარკვეულ ეტაპებზე ხელს უშლიდა უამინდობა და, მათ შორის - ძლიერი ქარი.

XS
SM
MD
LG