რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებულებას.
გაწვევა მოხდება 1 აპრილიდან 15 დღის განმავლობაში. დაგეგმილია 150 ათასი ადამიანის გაწვევა. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
1 იანვრიდან ახალი წესით, ჯარში გაიწვევენ 18-დან 30 წლამდე ასაკის პირებს. ადრე გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27 წლით იყო შეზღუდული. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც გასული წლის დეკემბრის ბოლომდე შეუსრულდათ 27 წელი, არ გაიწვევენ.
სამსახურის ხანგრძლივობა ერთი წელია.
რუსეთის გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ წვევამდელებს უკრაინასთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაიწვევდნენ. ოფიციალური მონაცემებით, წინა საშემოდგომო გაწვევის დროს სამხედრო სამსახურში 130 ათასი წვევამდელი გაიგზავნა.