Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს რუსული გემი, რომელზეც აშშ-სთვის განკუთვნილი ურანი აღმოჩნდა


გემი "Atlantic Navigator II" აშშ-ის ბალტიმორის პორტში. საარქივო ფოტო
გემი "Atlantic Navigator II" აშშ-ის ბალტიმორის პორტში. საარქივო ფოტო

გერმანიის საბაჟომ დააკავა რუსული გემი Atlantic Navigator 2, რომელზეც მერქანი და გამდიდრებული ურანი აღმოჩნდა. ტვირთი განკუთვნილი იყო აშშ-სთვის. 193 მეტრის სიგრძის გემის მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა.

გემმა გარკვეული დაზიანება ყინულით დაფარული წყლის აკვატორიის გავლის შედეგად მიიღო.

როგორც როსტოკის საპორტო-სანაოსნო უწყებამ აცნობა გაზეთ Ostsee Zeitung-ს, რადგან ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონელი გადაჰქონდა, საბაჟომ გემის დაკავების ბრძანება გასცა.

გემ Atlantic Navigator 2-ისა და მისი ტვირთის გარშემო გერმანია აწარმოებს გამოძიებას, რომლის დასრულებამდე სატვირთო გემს არ აქვს პორტის დატოვების უფლება.

XS
SM
MD
LG