Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზა: დიდუბეში, კორპუსის ის სადარბაზოები, სადაც აფეთქება მოხდა, ამ ეტაპზე უვარგისია


ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა
ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა

დიდუბის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორუსის ის ორი სადარბაზო, სადაც სამი კვირის წინ აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ამ ეტაპზე უვარგისია. ამის შესახებ წერია თბილისის მერიის დაკვეთით მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნაში.

ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა
ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა

თბილისში, სამტრედიის ქ. #2-ში მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე საათში კორპუსის დაზიანებების შესახებ დასკვნის მომზადებაზე 35-წლიანი სამუშაო სტაჟის მქონე საინჟინრო ნაგებობათა ექსპერტმა ავთანდილ რომელაშვილმა იმუშავა. მასთან ერთად დაკვნის მომზადებაში ჩართული იყო ამავე პროფესიაში ორწლიანი გამოცდილების მქონე კახა კახობერაშვილი.

9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ოთხივე სადარბაზოს მდგომარეობის შესწავლა მათ აფეთქების დღეს, 14 მარტს დაიწყეს. კორპუსს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მეორე და მესამე სადარბაზოს ნაწილში, მომიჯნავე სადარბაზოების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„კორპუსის II და III სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, სადარბაზოების მდგრადობა არ არის უზრუნველყოფილი და ექსპლუატაციისათვის დროებით უვარგისია... I და IV სადარბაზოების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო - [ეს ორი] სადარბაზოი ექსპლუატაციისათვის ვარგისია“, - წერია სამხარაულის ეროვნული საექსპერტო ბიუროს მომზადებულ დასკვნაში.

ექპერტები მოსალოდნელი საფრთხეების გამო თბილისის მერიას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ:

  • რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებული კედლის მხარეს უმოკლეს დროში მოეწყოს დროებითი საყრდენები;
  • საყრდენების დამაგრების პროცესში მუდმივად აკვირდებოდნენ კორპუსს, საფრთხის აღმოჩენის შემთხევაში კი სამუშაოები შეჩერდეს;
  • გამაგრების პროცესში შეიზღუდოს დარტყმითი სამუშაოები.
ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა
ფოტო არქივიდან: 14 მარტი, დიდუბის რაიონი - კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა

დიდუბის რაიონის გამგეობა ეყრდნობა ექსპერტიზის ამ დასკვნას და შესყიდვების სააგენტოსგან ამ კორპუსის გამაგრება/რეაბილიტაციის სამუშაოების მოკლე დროში დასაწყებად კონტრაქტორის ტენდერის გარეშე შერჩევისთვის ნებართვას ითხოვს. სამუშაოები, ჯამში, 3,4 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს, კონტრაქტორს კი 300-დღიანი ვადა ექნება.

XS
SM
MD
LG