Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის განცხადებით, სამი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსეთის მორიგ თავდასხმას


სამხედრო ექსპერტები სწავლობენ რუსეთის ძალების მიერ დაბომბილ ადგილს ხარკოვში. 2024 წლის 6 აპრილი
სამხედრო ექსპერტები სწავლობენ რუსეთის ძალების მიერ დაბომბილ ადგილს ხარკოვში. 2024 წლის 6 აპრილი

7 აპრილს, დილით, სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას ფრონტისპირა ქალაქ გულიაიპოლეში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიეს რეგიონში - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები.

"ორი კაცი და ერთი ქალი დაიღუპნენ ნანგრევებში თავიანთი სახლისა, რომელსაც რუსეთის ჭურვი მოხვდა", - წერს ადგილობრივი გუბერნატორი ივან ფედოროვი ტელეგრამით.

რუსეთმა ისროლა "შაჰედის" ტიპის 17 დრონი და 10 რაკეტა, ღამის განმავლობაში განახორციელა 88 საჰაერო იერიში - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი 7 პარილს და დასძენს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა რუსეთის მიერ გაშვებული 17-ვე დრონი.

უკრაინის არმიის ცნობითვე, ბოლო დღის განმავლობაში მოხდა 57 სახმელეთო შეტაკება უკრაინის ჯარისკაცებსა და იქ შეჭრილ რუსეთის ძალებს შორის. უკრაინამ მოიგერია რუსეთის 26 შეტევა აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და განახორციელა თავდასხმები რუსეთის პოზიციებზე 14 არეალში, რითაც გამოიწვია "დანაკარგები ადამიანურ ძალებსა და შეიარაღებაში", - აღნიშნულია უკრაინის არმიის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG