Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი 8-9 აპრილს ჩინეთს ეწვევა


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 8-9 აპრილს ეწვევა რუსეთის მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ პარტნიორ სახელმწიფოს, ჩინეთს, რათა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან განიხილოს "საკითხთა ფართო სპექტრი", მათ შორის "უკრაინის კრიზისი" - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი 7 აპრილს.

რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პროგრამა მოიცავს ორმხრივი კავშირების საკითხსაც და თანამშრომლობასაც საერთაშორისო თუ რეგიონულ გაერთიანებებში - მათ შორის გაეროში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, "დიდ ოცეულსა" და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

XS
SM
MD
LG