Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ამცირებს სამხედროთა რაოდენობას სამხრეთ ღაზაში


ისრაელი აცხადებს, რომ ამცირებს სამხედროთა რაოდენობას სამხრეთ ღაზაში, 2024 წლის 7 აპრილი
ისრაელი აცხადებს, რომ ამცირებს სამხედროთა რაოდენობას სამხრეთ ღაზაში, 2024 წლის 7 აპრილი

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის სამხრეთიდან გაიყვანა სამხედროთა ნაწილი, ადგილზე დატოვა ერთი ბრიგადა - აცხადებს ისრაელის არმიის პრესმდივანი 7 აპრილს, ექვს თვეში მას მერე, რაც ისრაელმა ღაზაში ომი დაიწყო.

არმია თავის რაოდენობას ღაზაში წლის დასაწყისიდან ამცირებს, რათა რეზერვისტები გაათავისუფლოს. ეს ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების მიზნით ხდება ისრაელის მოკავშირის, ვაშინგტონის ზეწოლის ფონზე. ისრაელის არმიას არ დაუკონკრეტებია სამხედროთა გაყვანის მიზეზები, არც ის, რამდენი ჯარისკაცი იქნება გაყვანილი ღაზიდან.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა ისრაელზე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" თავდასხმამ 2023 წლის 7 ოქტომბერს, როცა მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 250-მდე პირი.

ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებულ საპასუხო ომს ამ დროისთვის ემსხვერპლა 33 100-ზე მეტი ადამიანი - აცხადებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მონაცემი არ აკონკრეტებს მსხვერპლში სამოქალაქო პირებისა და მებრძოლების რაოდენობას, თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ დახოცილთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

XS
SM
MD
LG