Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ არეალებში


წყალდიდობა რუსეთის ქალაქ ორსკში, 2024 წლის 7 აპრილი
წყალდიდობა რუსეთის ქალაქ ორსკში, 2024 წლის 7 აპრილი

რუსეთის ხელისუფლებამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის წყალდიდობით მოცულ ადგილებში - იუწყება სახელმწიფო მედია.

წყალდიდობამ, რომელიც მოჰყვა მდინარე ურალის წყლის დონის მატებას, 4000-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 885 ბავშვის ევაკუაცია გამოიწვია - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი.

სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ დაიტბორა კიდევ 2000 სახლი, რაც საერთო მონაცემს რეგიონში 6300-მდე ზრდის.

რუსეთის საგანგებო ვითარებათა მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი 7 აპრილს ჩავიდა ორსკში - ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქში - რათა სამაშველო ოპერაციებს უხელმძღვანელოს.

XS
SM
MD
LG