Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: მარტში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი


რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული 12 ადამიანის, მათ შორის ხუთი ბავშვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი იმპროვიზებული მემორიალი. ოდესა, 6 მარტი, 2024.
რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული 12 ადამიანის, მათ შორის ხუთი ბავშვის, ხსოვნისადმი მიძღვნილი იმპროვიზებული მემორიალი. ოდესა, 6 მარტი, 2024.

გაეროს მეთვალყურეების თანახმად, გასულ თვეში უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს იერიშები. ამის შესახებ ლაპარაკია გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ანგარიშში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა.

გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის თანახმად, მარტში უკრაინაში დაიღუპა მინიმუმ 604 სამოქალაქო პირი, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის არის 57 ბავშვი, ორჯერ მეტი, ვიდრე თებერვალში.

მისიის თანახმად, სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის უდიდესი ნაწილი (93,5%), ასევე საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების უმეტესი შემთხვევები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოდის.

XS
SM
MD
LG