Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მანქანის აფეთქების შედეგად დაშავდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი


მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაშავდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოსკოვში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაშავდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოსკოვში 12 აპრილს თავის მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაშავდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.

რუსეთის მედიის თანახმად, ვასილი პროზოროვს დაუზიანდა ფეხი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქება მოხდა მაშინ, როცა პროზოროვმა მანქანა დაქოქა.

ვასილი პროზოროვი უკრაინის უშიშროების სამსახურში 2018 წლამდე მუშაობდა.

მან მოსკოვში მედიას განუცხადა, რომ „იდეოლოგიური მოსაზრებებით“ 2014 წლიდან თანამშრომლობდა რუსეთთან მანამდე, სანამ უკრაინის უშიშროების უწყებას არ დატოვებდა.

XS
SM
MD
LG