Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილი ქართული ენის დღეა


დედაენის ძეგლი თბილისში
დედაენის ძეგლი თბილისში

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

„ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია!“ - ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ქართული ენის დღეს.

დედაენის დღესთან დაკავშირებით მისალოც ბარათებს ტექსტის გარეშე ავრცელებენ საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გვერდები ფეისბუკზე.

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ", - ასე ულოცავს ქართული ენის დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ქართული ენის დღის აღნიშვნას უერთდება ევროკავშირის მისიაც საქართველოში.

"საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია", - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG