აზერბაიჯანი და სომხეთი "ეთნიკური წმენდის" შესახებ უთანხმოებას 15 აპრილს წარმოადგენენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ანუ გაეროს მთავარ სამართლებრივ ორგანოში - ამ ორ მეტოქე ქვეყანას შორის სამხედრო დაძაბულობის მატების ფონზე.
ორივე სახელმწიფოს ადვოკატები ემზადებიან გაეროს სასამართლოზე ორკვირიანი განხილვებისთვის და დავისათვის საერთაშორისო სამართლის ინტერპრეტაციის გარშემო.
იურიდიული ბრძოლა ICJ-ში 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო - როცა ერთი კვირის განმავლობაში ორივე მხარემ შეიტანა საჩივრები ერთმანეთის წინააღმდეგ. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ "ეთნიკურ წმენდაში" და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.