Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც


საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

თბილისის მსგავსად, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში და ახალციხეში.

ბათუმში აქცია "ევროპის მოედანზე" გაიმართა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.

„არ ვაპირებთ დავთანხმდეთ ამ “აგენტების” სტატუსს“, - ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი.

საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

ზუგდიდში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მუნიციპალიტეტის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში

სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ახალციხის ცენტრალურ მოედანზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან.

საპროტესტო აქცია ახალციხეში
საპროტესტო აქცია ახალციხეში

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს, სხვა დანარჩენს დაცვა შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG