Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა ვორონეჟში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად


მეხანძრე ცდილობს ხმა მიაწვდინოს თავის კოლეგებს.
მეხანძრე ცდილობს ხმა მიაწვდინოს თავის კოლეგებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, რომ 22 აპრილს ხანძრის შედეგად ვორონეჟში სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ხანძრის კერა იყო ელექტრომექანიკური ქარხნის ელექტროტექნიკის საამქრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 500 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონებზე რეგულარულად ხორციელდება საარტილერიო და საავიაციო იერიშები, რასაც მსხვერპლი და ნგრევა ახლავს. რუსეთში ასევე გახშირდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. უმეტეს შემთხვევაში კიევი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG