„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტები პარლამენტიდან, ლეონიზის ქუჩის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ წავიდნენ.
დემონსტრანტების ნაწილი ასევე რჩება პარლამენტის წინა და უკანა მხარეს და, ასევე, გვერდითა შესასვლელებთან.
პარლამენტთან აქციაზე ვითარება საღამოს 9 საათისთვის დაიძაბა, - იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია, რომელზეც მეორე მოსმენით დაიწყო „აგენტების კანონის“ განხილვა, დასრულდა.
დემონსტრანტებმა სცადეს, პარლამენტისთვის წრე შემოერტყათ, თუმცა პოლიციამ მათ არ მისცა პარლამენტის გვერდითა შესასვლელების ბლოკირების საშუალება.
მოხდა შეხლა-შემოხლაა პოლიციასა და დემონტრანტებს შორის.
„მონებო! მონებო!“ - სკანდირებენ დემონსტრანტები.
აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ აწეული იმის ნიშნად, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანია.
ისინი ამჟამად სულხან-საბას ქუჩაზე არიან, ლეონიძის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის გზაზე მდებარეობს.
ფორუმი