Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცმა და ნეთანიაჰუმ ისაუბრეს ღაზაში შესაძლო ზავსა და შემდგომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე


საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ბერლინი, 16 მარტი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (მარჯვნივ) და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. ბერლინი, 16 მარტი, 2023.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში იმსჯელეს ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად) შორის მიმდინარე კონფლიქტზე, მათ შორის, ისაუბრეს შესაძლო საზავო შეთანხმებაზე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის განცხადებაშია ლაპარაკი.

„საუბარი შეეხო ჰამასის მიერ აყვანილი ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტას. განიხილეს ასევე ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებაზე,“ განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომდგენელმა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხნენ ჰამასის მებრძოლები. მათ 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 250-მდე მძევლად აიყვანეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში ჰამასის განადგურების მიზნით. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ წარმოებული იერიშების შედეგად დაიღუპა 34 ათასზე მეტი პალესტინელი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG