Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ბაიდენი გამოეხმაურა აშშ-ის კოლეჯებში მიმდინარე გამოსვლებს ღაზაში ომის წინააღმდეგ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 24 აპრილი, 2024.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი, 24 აპრილი, 2024.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 მაისს დაიცვა პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ თქვა, რომ „უნდა სუფევდეს წესრიგი“. ამ განცხადების ფონია მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით კოლეჯების კამპუსებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ღაზის სექტორში ომთან დაკავშირებით.

„სხვაგვარად აზროვნება აუცილებელია დემოკრატიისთვის“, - თქვა ბაიდენმა. „მაგრამ სხვაგვარად აზროვნება არასოდეს უნდა იწვევდეს არეულობას“.

რამდენიმე დღეა, მატულობს დაძაბულობა. დემონსტრანტები უარს ამბობენ ბანაკების დაშლაზე, კოლეჯების ხელმძღვანელებმა კი პოლიციას მიმართეს, რათა ისინი ძალით დაშალონ, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

ბაიდენმა თქვა, რომ საპროტესტო გამოსვლებმა მას აზრი არ შეაცვლევინეს ომთან დაკავშირებით. მან ასევე უკუაგდო მცდელობები, შექმნილი ვითარება „პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად“ იქნეს გამოყენებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG