Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ სააღდგომო ლიტურგიის ამსახველ ფოტოებში სალომე ზურაბიშვილი არ მოახვედრა

მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო: 5 მაისი, 2024 წელი. სიონის საკათედრო ტაძარი. სააღდგომო ლიტურგია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო: 5 მაისი, 2024 წელი. სიონის საკათედრო ტაძარი. სააღდგომო ლიტურგია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

5 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. იქვე აღნიშნულია, რომ კობახიძე იმყოფებოდა „პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად“.

მთავრობის ვებსაიტსა და „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე არ წერია, რომ ტაძარში იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო: 5 მაისი, 2024 წელი. სიონის საკათედრო ტაძარი. სააღდგომო ლიტურგია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო: 5 მაისი, 2024 წელი. სიონის საკათედრო ტაძარი. სააღდგომო ლიტურგია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ 30-მდე ფოტოში სალომე ზურაბიშვილის არცერთი კადრი არ არის, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან ახლოს იდგა.

საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ გამოჩნდა სიონის ტაძრიდან პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში.

კადრი პირდაპირი ტრანსლაციიდან: 5 მაისი, 2024 წელი. სიონის საკათედრო ტაძარი. სააღდგომო ლიტურგია. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტს ვერ ვხედავთ ისეთი ღონისძიების ამსახველ ოფიციალურ ფოტომასალაში, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა.

30 აპრილს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა ვაზიანში, მე-4, ქვეითთა ბრიგადაში გამართული საზეიმო ღონისძიების შესახებ. მართალია, ტექსტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ „ფეისბუკ“-გვერდზე განთავსებულ ამ ღონისძიების ამსახველ 20-ზე მეტ ფოტოში არ არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის კადრი.

სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამის“ ანგარიშზე განათავსა ვაზიანში იმავე დღეს გადაღებული ფოტო, რომლის ფონად ჩანან მის პოლიტიკურ ოპონენტებად ქცეული ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები.

30 აპრილი. ვაზიანი. საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
30 აპრილი. ვაზიანი. საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სწორედ, ვაზიანში განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ პრეზიდენტს შეგნებულად არ მიესალმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია. მმართველი პარტია ღიად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია. ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში თითქმის ყველგან მოიხსნა ბანერები სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათით და მის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოჩნდნენ, მათ შორის იყო ირაკლი კობახიძის ფოტო, წარწერით: სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკრული ერთ-ერთი ბილბორდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გაკრული ერთ-ერთი ბილბორდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს

„ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება გამწვავდა გასული წლის მარტში, როცა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მმართველი ევროპული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისში მოსკოვის „მესიჯებს“ იმეორებენ.

მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო „ოცნებამ“, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG