Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიკ სალივანი თბილისის პროტესტზე: დაშინება ხალხს ვერ აკავებს


ევროპის მოედანზე 11 მაისს გამართულ აქციაში სხვადასხვა გათვლით 80 000-დან 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ევროპის მოედანზე 11 მაისს გამართულ აქციაში სხვადასხვა გათვლით 80 000-დან 200 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, 11 მაისს თბილისში გამართულ "ევროპულ მარშსა" და ევროპის მოედანზე უჩვეულოდ ხალხმრავალ აქციას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება.

"ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს აფიქსირებს. დაშინების ტაქტიკა მათ ვერ აკავებს, ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე წვიმიან თბილისში გარეთ გამოვიდა იმისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის კანონმდებლობის უკან გაწვევა მოეთხოვათ", - წერს ჯეიკ სალივანი.

თბილისში პროტესტი მოჰყვა ხელისუფლების მიერ დღის წესრიგში მეორედ დაბრუნებულ "აგენტების კანონს", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ხალხმრავალი, უწყვეტი დემონსტრაციების ფონზე. სადავო კანონპროექტის განხილვა, რომელსაც საზოგადოების ნაწილი "რუსულ კანონად" მიიჩნევს, 13 მაისს უნდა განახლდეს საკანონმდებლო ორგანოში - პროტესტის მონაწილეები განხილვის წინა ღამის გათენებას პარლამენტთან აპირებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG