„ყველას გთხოვთ, გადავინაცვლოთ პარლამენტის უკან და დავიკავოთ მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა იწყება ყველაფერი. გაუმარჯოს საქართველოს და გელოდებით პარლამენტის უკან“, - მოუწოდა აქციის მონაწილეებს „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.
„ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ზიბზიბაძემ დემონსტრანტებს მიმართა: „9 აპრილის ქუჩით ავდივართ პარლამენტის უკან. ჩვენი მეგობრები არიან იქ გამაგრებულები და შევუერთდეთ...“
უკვე მეშვიდე საათია, პარლამენტის წინ მიმდინარეობს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ.
სწორედ ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.
ფორუმი