რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 16-17 მაისს ეწვევა ჩინეთს - იუწყება კრემლის ვებსაიტი.
პუტინი გამართავს მოლაპარაკებას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან. მარტში პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ, ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.
პუტინი - რომლის სახელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული - უცხოეთში იშვიათად ჩადის მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში.
ფორუმი