Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს მას - ვარჰეი "აგენტების კანონზე"


ოლივერ ვარჰეი
ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, გადახედოს საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოეთის აგენტებზე". ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს:

"ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი არჩევანის გვერდით, რომელიც შეეხება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ უფლებებს, კანონის უზენაესობას და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის გვერდით".

მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებაზე და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი.

„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერია განცხადებაში.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.

„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ კანონს ვეტოს დაადებს.

თუმცა პარლამენტს უბრალო უმრავლესობით შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG