Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები გმირთა მოედანზე ფილარმონიიდან მსვლელობით ჩავიდნენ


„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია თბილისში, გმირთა მოედანზე. 15 მაისი, 2024 წელი
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია თბილისში, გმირთა მოედანზე. 15 მაისი, 2024 წელი

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე დემონსტრანტები თბილისში, გმირთა მოედანზე ფილარმონიიდან ჩავიდნენ მსვლელობით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეების მისვლამდე, მოედანი პოლიციამ გადაკეტა. მოქალაქეები აპროტესტებენ 14 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას. შემდეგ ისინი პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG