Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი ხარკოვის რეგიონში უკან დახევის შესახებ იტყობინება - ბლინკენი კიევს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) კიევში უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ხელს ართმევს. 15 მაისი, 2024 წელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) კიევში უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ხელს ართმევს. 15 მაისი, 2024 წელი

რუსეთის არმიის მასირებული თავდასხმის გამო უკრაინის ჯარები მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და როგორც უკრაინის გენშტაბი იტყობინება ფეისბუკის გზით, უკრაინის ქვედანაყოფებმა ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკან დაიხიეს.

არსებული ცნობით, ამის მიზანი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარმა რამდენიმე პუნქტი დაიკავა. ეს ცნობა უკრაინულმა მხარემ ნაწილობრივ უარყო.

შექმნილი ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო თავისი ვიზიტი ესპანეთსა და პორტუგალიაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კიევი სამხედრო დახმარების სახით ორ მილიარდ დოლარს მიიღებს. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე საკუთარი თავი დაამტკიცოს, მაგრამ საქმე ეხება ასევე მომავალი იერიშების მოგერიებას, თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ საქმე ეხება ქვეყნის იმ მდგომარეობაში მოყვანას, რომ მომავალი თავდასხმებისგან თავდაცვა შეძლოს.

15 მაისის დილით რუსეთი ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლზე, უკრაინის რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა. დრონებით თავდასხმა მოხდა ასევე უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ბელგოროდზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG