Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბანში ძმამ და მოკლა - შსს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 წლის კაცი დააკავეს დის განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული გარდაბანში ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი.-ს, რის შემდეგაც დანის გამოყენებით სხეულზე მას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობითვე, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG