Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ორი ქალი მოკლეს - ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს

რუსთავი, შემთხვევის ადგილი. 22 მაისი, 2024 წელი
რუსთავი, შემთხვევის ადგილი. 22 მაისი, 2024 წელი

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვიც.

ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

რუსთავი, შემთხვევის ადგილი. 22 მაისი, 2024 წელი
რუსთავი, შემთხვევის ადგილი. 22 მაისი, 2024 წელი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG