Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს


მირზა გელაშვილი
მირზა გელაშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.

თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში არაფერს ამბობს:

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს მირზა გელაშვილი.

მირზა გელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ფინანსთა სამინისტროში ის 2015 წლიდან მუშაობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG